წინამდებარე თანხმობის ფორმის დადასტურებით, ვაცხადებ, რომ ვარ არანაკლებ 16 წლის და სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402160022; იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიდუბის რაიონი, ევგენი მიქელაძის ქუჩა, N 1ბ; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@nvi.ge; ტელეფონის ნომერი: 0322 501 501) ნებაყოფლობით ვანიჭებ უფლებამოსილებას დაამუშაოს
ჩემი პერსონალური მონაცემი (ტელეფონის ნომერი) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, კერძოდ, თანახმა ვარ, რომ ტელეფონის ან სხვა ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღების ან სატელეფონო ზარის მეშვეობით:
- მივიღო ინფორმაცია ახალი სადაზღვევო პროდუქტ(ებ)ის, კომპანიაში არსებული შეთავაზებების, აქციების, ფასდაკლებების, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, იდეის, მომსახურების, ან/და წამოწყების შესახებ, აგრეთვე მივიღო შეტყობინებები საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით;
- ჩავერთო მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევაში, კერძოდ, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ან სატელეფონო ზარის მეშვეობით გამოვიკითხო მიღებული მომსახურების (მათ შორის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების) შეფასების მიზნით. ამასთან, ვაცნობიერებ, რომ აღნიშნულ პროცესში სატელეფონო ინტერვიუ დამუშავებული იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აუდიო ჩანაწერი საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება მომხმარებლების კმაყოფილების დონის კვლევისთვის.
- მივიღო ინფორმაცია სხვა მარკეტინგული აქტივობების შესახებ.
ვაცნობიერებ, რომ ჩემი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე თანხმობა გაცემულია
უვადოდ, ჩემ მიერ მის გამოხმობამდე. თანხმობა არის ნებაყოფლობითი, რადგან მიუხედავად იმისა, გავცემ თუ არა აღნიშნულ თანხმობას, მე არ შემეზღუდება უფლება, მივიღო კომპანიისგან მომსახურება. ამასთან, ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს მაქვს უფლება, გამოვითხოვო ჩემ მიერ გაცემული თანხმობა SMS შეტყობინების შემთხვევაში SMS OFF-ის განხორციელების გზით (უფასოდ), კომპანიის ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარით ან იურიდიულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით. თანხმობის გამოთხოვის დროს კომპანია ვალდებულია, რომ მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, შეწყვიტოს ჩემი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება, რის შემდეგაც ვეღარ მივიღებ შეთავაზებებს მომსახურებასა და პროდუქტებთან დაკავშირებით.
ამასთან, ვადასტურებ, რომ გაცნობიერებული მაქვს ჩემი უფლებები, რომ მოვითხოვო წვდომა ჩემ მიერ მიწოდებულ მონაცემებზე, მოვთხოვო “ნიუ ვიჟენ დაზღვევას” გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი არ იქნება სახეზე.